Belive

გუტიმ ბარსელონაში შესაძლო მუშაობაზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, გუტი კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას არ გამორიცხავს:
,,ბარსელონაში მუშაობა? რატომაც არა?! მე მზად ვარ... მინდა, მწვრთნელი ვიყო და დავამტკიცო, რომ გარდა საფეხბურთო კარიერისა, წარმატებული მწვრთნელობისთვის აუცილებელი თვისებები მაქვს,'' - გუტი სიტყვებს As-ი ციტირებს.
ესპანურ პრესაში ,,ბარსელონას'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის, შესაძლო გათავისუფლებაზე აქტიურად იწერება. რამდენიმე გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ დღეს კატალონიელები ,,ატლეტიკოსთან'' დამარცხდებიან, ნიდერლანდელ სპეციალისტს გუნდიდან გაუშვებენ. გუტის სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს მადრიდის ,,რეალის'' ახალგაზდულ გუნდში დაიწყო. ,,სამეფო კლუბის'' ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს ,,ალმერიაში'' მუშაობდა, საიდანაც 2020 წლის ივნისში დაითხოვეს.

სხვა სტატიები