Belive

გუუს ჰიდინკმა შესაძლოა კოლუმბიის ნაკრები გაწვრთნას

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, გუუს ჰიდინკმა შესაძლოა კოლუმბიის ეროვნული ნაკრები გაწვრთნას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია დასავლურ პრესაში გავრცელდა. ცნობილია, რომ კოლუმბიის საფეხბურთო ასოციაცია ამჟამინდელ მწვრთნელთან, ხოსე პეკერმანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს - მისი კონტრაქტი კი 31 აგვისტოს იწურება. ჰოლანდიელი სპეციალისტის დამატება კოლუმბიისთვის მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან ჰიდინკის გაწვრთნილი გუნდები, მცირე პოტენციალის მიუხედავად, გარკვეულ წარმატებას ყოველთვის აღწევდნენ. მაგალითისთვის, საკლუბო კარიერის გარდა, ჰიდინკი 2001-2002 წლებში სამხრეთ კორეის ნაკრებს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილის დაკავება შეძლო. ასევე, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიდინკის ავსტრალიამ ბოლო წუთებზე მომავლ ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან არარსებული პენალტის გამო წააგო - გროსოს სიმულაცია მატჩის მთავარმა არბიტრმა ვერ შეამჩნია, ხოლო ფრანჩესკო ტოტიმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა შესანიშნავად გამოიყენა. ჰიდინკის რუსეთმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე სენსაციის მოხდენა შეძლო, როდესაც მფრინავი ჰოლანდიის შეჩერება არშავინის ინდივიდუალური და რუსეთის ნაკრების შესანიშნავი გუნდური თამაშის შედეგად შეძლო.

სხვა სტატიები