Belive

გვარდიოლა: ,,არ ვიცი რამდენ გოლს გაიტანს ჰოლანდი, არ მაინტერესებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ერლინგ ჰოლანდის გოლების რაოდენობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,არ ვიცი რამდენ გოლს გაიტანს, არ მაინტერესებს. ჩვენ არ ვაპირებთ ერლინგისთვის მოგებას ან წაგებას. როგორც ვხედავ, ადაპტაციას სწრაფად გადის. ერთი კვირის წინ, მან ბოლო 5 თვის განმავლობაში სრულად პირველად ითამაშა. ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ალბათ, კიდევ ცოტა დრო დასჭირდება, რომ საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს. თუ ხალხს ეჭვი ეპარება, რომ ჰოლანდი გოლებს გაიტანს, ეს ფუჭია. ის კარგი შემსრულებელია, ამიტომ, უბრალოდ, მის სტილს უნდა მოერგო. ჩვენ ამას გავაკეთებთ და, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოვა,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
დღეს ,,მანჩესტერ სიტი'' პრემიერლიგის პირველ ტურში ,,ვესტ ჰემს'' ესტუმრება, მატჩი 19:30 საათზე დაიწყება. ჰოლანდმა მანჩესტერელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ცნობით, მისი ანაზღაურება კვირაში 440 ათასი ევრო იქნება. ნორვეგიელი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები