Belive

გვარდიოლა: "ბარსელონას შემდეგ, ყველა სეზონი წარუმატებელია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პელ გვარდიოლას ჟურნალისტმა მიმდინარე სეზონის წარუმატებლობაზე ჰკითხა, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა საინტერესოდ უპასუხა. "ბარსელონაში" ერთ სეზონში 6 ტიტულის მოგების შემდეგ, ყოველი წელი წარუმატებელია, რადგან მას შემდეგ ყველაფერი ერთად აღარ მომიგია. ვიცი რომ ასეა და პრობლემას ვერ ვხედავ",-თქვა 46 წლის ესპანელმა. 2008/09 წლების სეზონში გვარდიოლამ კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამჟამად "ქლაქელები" პრემიერლიგაში მესამე ადგილზე არიან და ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩებიან, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალში პეპს მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება მოუწევს

სხვა სტატიები