Belive

გვარდიოლა: "ჩემი გუნდით ვამაყობ, ბრძოლა გრძელდება"  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრინციპულ მეტოქე "ლივერპულთან" პრემიერლიგის მე-12 ტურში წაგებული (1:3) უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შემდეგ, საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა. ესპანელის აზრით, მისმა გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა. "დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩემპიონები ვართ. ჩემი გუნდით ისე ვამაყობ, როგორც არასდროს. უნდა ვიამაყოთ, რადგან ევროპის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ასეთ დონეზე თამაში მოვახერხეთ. მსაჯების შესახებ საუბარი არ მსურს, მსგავს საკითხებზე თავად მაიკ რაილის და VAR-ის წარმომადგენლებს შეეკითხეთ. არ შემიძლია არ ავღნიშნო თუ რაოდენ ძლიერი იყო "ლივერპული", თუმცა ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ და როგორც ნამდვილმა ჩემპიონებმა ისე ვითამაშეთ. ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულთან" ჩატარებულ მატჩს ძალიან ჰგავდა. იმ დაპირისპირებაში ბევრი უჩვეულო ამბები მოხდა, დღეს კი საოცარი შეხვედრა შედგა. არაფერი დასრულებულა, ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რადგან მოქმედი ჩემპიონები ვართ",-თქვა "ქალაქელთა" 48 წლის თავკაცმა. ამ გამარჯვებით მერსესაიდელებმა 34 ქულა მოაგროვეს, მოქმედ ჩემპიონს 9-ით გაასწრეს და სატურნირო ცხრილში წაუგებლად ლიდერობენ.

სხვა სტატიები