Belive

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჯერ კიდევ მზად არ ვართ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურში, "კრისტალ პალასს" - 2:0 მოუგო, თუმცა "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არ მიიჩნევს, რომ მისი გუნდის თამაში შთამბეჭდავია. "ხელიდან ბევრი შესაძლებლობა გავუშვით და ასევე საჯარიმო მოედანში შექმნილი რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ. ხალხი ძალიან ბევრს საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, თუმცა ამისთვის სრულყოფილად მზად ჯერ კიდევ არ ვართ. ბევრ მომენტს ვქმნით, მატჩებს აღარ ვაგებთ, მაგრამ მეტი შეგვიძლია. საკამათო არაა, რომ ბოლო ორ სეზონში ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ, მაგრამ სხვა კომპონენტებზე ბევრი გვაქვს სამუშაო",-თქვა ესპანელმა. 9 მატჩში ინგლისის ბოლო 2 სეზონის ჩემპიონს 29 გოლი აქვს გატანილი - საშუალოდ ერთ მატჩში 3.

სხვა სტატიები