Belive

გვარდიოლა: "დავიდ სილვას შემცვლელი არ გვჭირდება, ის უკვე გუნდში გვყავს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა, ფილ ფოდენის ასპარეზობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დავიდ სილვას შემცვლელი არ სჭირდება, რადგან ის უკვე გუნდში ჰყავს. გვარდიოლა ფოდენზე დიდ იმედებს ამყარებს და მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს დიდი მომავალი აქვს . "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, ფოდენი სრულფასოვნად შეძლებს დავიდ ვილას ჩანაცვლებას. თავდაპირველდ 20 წლის ფოდენს გუნდში თავის დამკვიდრება უჭირდა, თუმცა "ბარნლისთან" მოპოვებულ გამარჯვებაში (5:0) მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. "როდესაც სილვამ განაცხადა, რომ ჩვენთან უკანასკნელ სეზონს ატარებდა, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ფილ ფოდენი გვყავდა და სილვას შემცვლელის ძიება არ გვესაჭიროებოდა. რთულია სილვას შემცვლელის მოძებნა, "მანჩესტერ სიტისთვის" მან უამრავი რამ გააკეთა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ფეხბურთელები, როგორიცაა: ჯო ჰარტი, პაბლო ზაბალეტა, სერხიო აგუერო, იაია ტურე და რა თქმა უნდა დავიდ სილვა ძალიან დაგვეხმარნენ ვყოფილიყავით იმ მწვერვალზე, რომელზეც დღეს ვართ. რთულია სილვას შემცვლელის პოვნა, მაგრამ ჩვენ გვყავს ფილ ფოდენი - "მანჩესტერ სიტის" ნამდვილი ფანი, რომელიც თითოეულ მატჩში და მიცემულ დროში თავს უნიკალური თვისებებით გვამახსოვრებს. მომავალი ათწლეულის, ან 15 წლის განმავლობაში ის ჩვენთვის შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება - ამ ყველაფერში ეჭვი არ მეპარება. "მანჩესტერ სიტიმ და ინგლისის ნაკრებმა გუნდი მის გარშემო უნდა ააწყონ", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები