Belive

გვარდიოლა: "ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ბარნლისთან" მოგებული მატჩი (0:1) შეაფასა. "ჩვენთვის კრის ვუდისა და ეშლი ბარნსის განეიტრალება მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა დავალების შესრულება იდეალურად შეძლეს. ჩემპიონატის დასრულებამდე სულ 2 ტურია დარჩენილი. კმაყოფილი ვარ 3 ქულის მოპოვებით, თუმცა თამაშის დასრულება უფრო დამაჯერებლადაც შეგვეძლო," აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა. 36 ტურის შემდეგ, "სიტი" 92 ქულით პრემიერ ლიგის სათავეშია, "ლივერპულს" კი 91 ქულა აქვს. მომდევნო ტურში "სიტი" საკუთარ მოედანზე "ლესტერს" შეხვდება, "ლივერპული" კი გასვლაზე "ნიუკასლის" დაძლევას შეეძლება.

სხვა სტატიები