Belive

მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ და არა სიამოვნების მისაღებად | გვარდიოლას პრესკონფერენცია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ ცოტა დრო რჩება. "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, სეზონის მთავარ მატჩამდე 1 დღით ადრე, პრესკონფერენცია გამართა და გუნდის შემართების შესახებ ისაუბრა.
ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა. მთელმა გუნდმა უნდა გაიაზროს, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფნა. თუკი მატჩის წინ ვინმე ინერვიულებს, მათ ავუხსნი, რომ ეს ნორმალური მოვლენაა, რაც გადალახვადია. ასევე, გუნდში იქნებიან ისეთებიც, რომლებიც სიმშვიდეს შეინარჩუნებენ. ვფიქრობ, რომ გამარჯვებისთვის ყველა მათგანი მზად იქნება. ფინალის მოსაგებად, შესაძლოა მატჩში ცვლილებები შევიტანოთ: ერთია მწვრთნელის ჩანაფიქრი, ხოლო მეორეა ის, რაც მოედანზე მოხდება: მატჩი თავად გვიკარნახებს, თუ როგორ მოვიქცეთ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ფინალში თამაში სიამოვნებაა. კი, ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ ხანდახან, სიამოვნების მიღება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ მოედანზე უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ, გამოვიჩინოთ გამძლეობა და საბოლოოდ, ჩვენი ძალა ვაჩვენოთ. არავის აქვს იმისი ილუზია, რომ 90 წუთის განმავლობაში, მოედანზე მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ. შესაბამისად, იმ მომენტში, როდესაც უპირატესობას დავეუფლებით, ჩვენი შანსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თამაშის წაგების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა უპატივცემულოდ არ მომექცევა. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, სიტის ხელმძღვანელობა ყოველთვის გამოსწორების გზას ეძებს და ეს სრულად მისაღებია. ასე რომ, თუკი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ გუნდის პროგრესისთვის ჩემი წასვლა უკეთესი იქნება, მე ამას გავიგებ - გუნდი დამემშვიდობება, თუმცა არ გამაგდებს" - განაცხადა პეპმა.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 29 მაისსს 23:00-ზე დაიწყება.    

სხვა სტატიები