Belive

გვარდიოლა | "გიუნდოგანთან ერთად გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ნახევარმცველის პერფორმანსით აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად გატარებული დრო არასდროს დაავიწყდება. გვარდიოლამ ილკაი გიუნდოგანის შესახებ საუბრისას, აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ "მანჩესტერ სიტის" ძალიან გაუმართლა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, გიუნდოგანმა "გლადბახის" წინააღმდეგ მორიგი გასაოცარი შოუ დადგა, რის შემდეგაც გვარდიოლამ მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ის ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ერთად გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. ჩემს მიერ გაწვრთნილ ფეხბურთელებს შორის, გიუნდოგანი ერთ-ერთი საუკეთესოა - ყველაზე ჭკვიანი და ინტელიგენტი. გიუნდოგანის მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. მიმდინარე სეზონში, როგორც კი შანსი მიეცა, გიუნდოგანმა ყველა შემთხვევა გამოიყენა და გოლის გატანა შეძლო", - აღნიშნა გუარდიოლამ.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ნახევარმცველი საუკეთესო ფორმაშია და "მანჩესტერ სიტის" მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 15 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები