Belive

გვარდიოლა ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ჟურნალისტებმა ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს:
,,სიახლე ჰოლანდზე? თქვენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს. უკომენტაროდ... ახლა ჩემს თავში კიდევ ერთი საზრუნავია, ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება გუნდში მომავალ სეზონში. გვჭირდება თუ არა თავდამსხმელი? ჩვენ თავდამსხმელის გარეშე ვთამაშობთ. სატრანსფერო ფანჯრებზე წლებია არ ვფიქრობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
გუშინ ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ ,,სიტიმ'' ჰოლანდთან კონტრაქტი შეათანხმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ნორვეგიელის ანაზღაურება კვირაში 600 ათასი ევრო იქნება, რაც მას პრემიერლიგაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად აქცევს. მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,დორტმუნდის'' მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში 25 გოლი და 8 ასისტია.

სხვა სტატიები