Belive

გვარდიოლა ჰოლანდის შედეგიანობაზე: ,,ჩემი ინგლისური საკმარისად კარგი არ არის იმისთვის, რომ ეს ავხსნა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ბრაიტონთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდის შთამბეჭდავ სტატისტიკაზე ისაუბრა:

,,მე კატალონიიდან ვარ, ამიტომ ჩემი ინგლისური საკმარისად კარგი არ არის იმისთვის, რომ ეს ავხსნა.

ეს ციფრები წარმოუდგენელია და მისი ოსტატობის დონე, რა თქმა უნდა, საეჭვო არ არის. ერლინგი ძალიან ამბიციური ფეხბურთელია და მატჩის მოგებაში დაგვეხმარა,'' - გვარდიოლას სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

პრემიერლიგის მე-13 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ბრაიტონს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ნორვეგიელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები