Belive

გვარდიოლა: ,,ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ლივერპულის მე უფრო მჯერა, ვიდრე - კლოპს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა. გერმანელი სპეციალისტის აზრს პეპ გვარდიოლა არ ეთანხმება:

,,ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ,,ლივერპულის'' მე უფრო მჯერა, ვიდრე მის მწვრთნელს. ჯერ მხოლოდ ათი ტურია გასული, წინ მსოფლიო ჩემპიონატია, უამრავი მატჩი, ევროტურნირები, ტრავმები...

უკვე ვთქვი, რომ 6-7 ტური რომ იყოს დარჩენილი, მაშინ ეს სიმართლე იქნებოდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 10 შეხვედრა ჩავატარეთ, შეიძლება, მილიარდი რამ შეიცვალოს,'' - გვარდიოლას სიტყვებს The Telegraph-ი ციტირებს.

პრემიერლიგის 10 ტურის შემდეგ, ,,ლივერპული'' 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა და ლიდერ ,,არსენალს'' 11 ქულით ჩამორჩება. ,,მანჩესტერ სიტი'' კი 23 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

კლოპის გუნდი დღეს ,,ნოტინგემ ფორესტს'' ესტუმრება. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.


სხვა სტატიები