გვარდიოლა: “კომპანის მომავალს სეზონის ბოლოს განვიხილავთ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ (1:0), რომელიც გუნდს ვენსან კომპანის საოცარმა გოლმა მოუტანა, გოლის ავტორთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ჩვენ კომპანის და მის აგენტს ვესაუბრეთ და სეზონის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ის შესანიშნავი ადამიანია და გუნდს უდიდეს დახმარებას უწევს. სწორედ კომპანის მსგავსი ადამიანები ქმნიან “მანჩესტერ სიტის.” ასე რომ ჯერ, სეზონი დასრულდეს და მერე ვისაუბროთ მის მომავალზე, მთავარია რომ ჯერ ტიტული მოვიგოთ,” აღნიშნა გვარდიოლამ.

თამაში გოლის ავტორმაც შეფასა: “უმნიშვნელოვანეს მატჩში გავიმარჯვეთ, თუმცა ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ბოლო ტურში “ლივერპული” ქულას არ დაკარგავს, ასე რომ ჩვენ “ბრაიტონი” აუცილებლად უნდა დავამარცხოთ,” აღნიშნა კომპანიმ.

(201)

გვარდიოლა: “კომპანის მომავალს სეზონის ბოლოს განვიხილავთ”

სტატიის ავტორი
-