Belive

გვარდიოლა: "ლივერპული არანორმალურად ძლიერი გუნდია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თითქმის გაჩემპიონებული "ლივერპულის" შესანიშნავ ფორმაზე მერსისაიდელთა პრინციპული მეტოქის "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. "არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ "ლივერპული" არანორმალურად ძლიერი გუნდია, მაგრამ მე მთლიანად "სიტიზე" ვარ გადართული და ვცდილობ ჩვენი თავი უფრო უკეთესი გავხადო. ჩვენი ზოგიერთი შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავია. უფრო მეტი გოლი გაგვაქვს, ვიდრე "ლივერპულს". ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ უფრო შედეგიანები ვართ",-თქვა გვარდიოლამ. "ლივერპული" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 22 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ წაუგებლად, 64 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ქალაქელებს" 16 ქულით უსწრებენ.

სხვა სტატიები