Belive

გვარდიოლა: "მაჰრეზმა გაურკვეველი პრეპარატები მიიღო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის სუპერთასის (FA Community Shield) ფინალში, "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა. ფინალური მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა - პენალტების სერიაში კი პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა გაიმარჯვა. "ლივერპულის" წინააღმდეგ არ უთამაშია რიად მაჰრეზს, რომელიც გვარდიოლამ შემადგენლობის მიღმა დატოვა. რიად მაჰრეზის არყოფნის მიზეზად, გვარდიოლამ აფრიკის ერთა თასზე მიღებული გაურკვეველი პრეპარატები დაასახელა. ქალაქელთა მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, მან დოპინგ ტესტზე შესაძლო ჩავარდნა აირიდა თავიდან. "ჩვენ არ ვიცით რა მედიკამენტები მიიღო მაჰრეზმა. მან აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ 10 დღეში დაბრუნდებოდა, რათა "ლივერპულის" წინააღმდეგ ეთამაშა. ჩვენ არ გვაქვს ის პრეპარატები რაც მაჰრეზმა აფრიკაში მიიღო. არ ვიცით რა პრეპარატები მიიღო - შესაბამისად, დოპინგ ტესტზე ჩავარდნის საკმაოდ მაღალი რისკი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროდ არ ჩავთვალე მისი თამაში", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები