Belive

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი ლივერპულს ვერ დაეწევა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში "ლივერპული" უკონკურენტოა. გვარდიოლას მტკიცებით, იმის ალბათობა, რომ "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" დაეწიოს თითქმის წარმოუდგენელია. "ლესტერთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (3:1) მიუხედავად, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი სკეპტიკურადაა განწყობილი. "იმედია, მომავალ ტურში "ლესტერი" "ლივერპულის" წინააღმდეგ კარგ მატჩს გამართავს. "ვულვზის" წინააღმდეგ ჩვენც საკმაოდ მძიმე მატჩის გამართვა მოგვიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის შანსი, რომ "ლივერპულს" დავეწიოთ პრაქტიკულად წარმოუდგენელია." "წარმოუდგენელია, ჩვენ გვინდა დავეწიოთ გუნდს, რომელსაც 70 შეხვედრაში 60 გამარჯვება აქვს. უნდა შევინარჩუნოთ ფორმა და განვაგრძოთ ისე თამაში, როგორც "ლესტერთან" ვითამაშეთ", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები