Belive

გვარდიოლა: "მარცხი ძალიან მძიმეა, თუმცა უნდა შევეგუოთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა - მისმა გუნდმა ორმატჩიან დუელში "ტოტენჰემის დამარცხება ვერ შეძლო (0:1. 4:3). "ძალიან რთული მომენტია - ჩვენ შემდეგ ეტაპთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდით. მატჩი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგი საყურებელი გამოდგა - 20 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 3:2 იყო. მეორე ტაიმში ყველაფერი გავაკეთეთ: ვქმნიდით სახიფათო მომენტებს, თუმცა ვუშვებდით შეცდომებსაც. ამ ტურნირზე კი ყველა შეცდომა ძვირად ფასობს. "პირველ მატჩში ჩვენ პენალტი ვერ გავიტანეთ, მეორე მატჩში კი მეტოქეს ორი გოლი მარტივად გავატანინეთ. მთავარია რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვთვლი რომ ის, რასაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მივაღწიეთ, ძალიან დასაფასებელია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, ასეთი ატმოსფერო "სიტიში" მუშაობისას პირველად ვიხილე. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ვიცი რომ გულშემატკივარს ჩვენი სჯერა: ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ. ასეთია ფეხბურთი, წინასწარ ვერაფერს გათვლი," აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

იხილეთ მიმოხილვა: მანჩესტერ სიტი 4:3 ტოტენჰემი

ასევე იხილეთ - დღის ფოტო: ემოციურად განადგურებული პეპ გვარდიოლა

სხვა სტატიები