Belive

გვარდიოლა: "მეორე ადგილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თასის მოგება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სეზონის დარჩენილ ნაწილში მისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა. "ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასოციაციის თასის მოგება. ამ სეზონში საუკეთესოები არ ვიყავით. სხვა გუნდმა შეძლო საუკეთესო შედეგის ჩვენება და ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა, მაგრამ დანარჩენ 18 კლუბს ვაჯობეთ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. "ქალაქელები" ასოციაციის თასის ნახევარფინალში არიან გასულები, სადაც პეპის ყოფილი ასისტენტის მიკელ არტეტას დამოძღვრილ "არსენალს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18 აპრილს, სავარაუდოდ "უემბლიზე" გაიმართება.

სხვა სტატიები