Belive

გვარდიოლა: "მესი ცხრა ნომერიც არის, ათიც, ექვსიც და ოთხიც..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო აგუერომ ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. არგენტინელმა ვარსკვლავმა "ასტონ ვილასთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა, გათამაშებაში ჯამში 177 გოლის მოაგროვა, ტიერი ანრის გადაასწრო, ფრენკ ლამპარდს გაუთანაბრდა და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა. აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო არაბრიტანელი ბომბარდირი გახდა და ლეგენდარულ ალან შირერს ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკის კომპონენტში გადაასწრო. შესანიშნავი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ჟურნალისტებმა ჰკითხეს არის თუ არა აგუერო საუკეთესო თავდამსხმელი, რომელთანაც კარიერის განმავლობაში უმუშავია, რის შემდეგაც მასსა და მედიის წარმომადგენელს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. გვარდიოლა: "საუკეთესო მესია". ჟურნალისტი: "დიახ, მაგრამ მე 9 ნომრის პოზიციაზე გეკითხებით" გვარდიოლა: "მესი არის ცხრაც, ათიც, თერთმეტიც, ექვსიც, ხუთიც, ოთხიც და ა.შ... აგუერო, ერთ-ერთი საუკეთესოსა, ვინც ოდესმე გამიწვრთნია" ცხადია, ამას ბარსელონას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კითხვაც მოჰყვა: "ბარსელონა" განსაკუთრებული კლუბია, ამიტომაც აქ მხოლოდ ლიგის მოგება საკმარისი არ არის. ერნესტოს გამო ვწუხვარ, მას ასეთი კრიტიკა არ დაუმსახურებია. იმედია, პრობლემები რაც შეიძლება მალე გამოსწორდება.

სხვა სტატიები