Belive

გვარდიოლა: ,,მესის მსოფლიო ჩემპიონატი რომ ვერ მოეგო, მაინც ყველა დროის საუკეთესო იქნებოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ლეო მესიზე ისაუბრა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არგენტინელი, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა.

,,ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ არავინ უნდა შეიტანოს ეჭვი იმაში, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემთვის ის საუკეთესოა და რთული წარმოსადგენია, რომ სხვა ფეხბურთელს შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს იმას, რაც მან გააკეთა.

იმ ხალხის მოსაზრებები, ვისაც პელე, მარადონა ან დი სტეფანო უნახავს, ხშირად სენტიმენტალურია. მესის მსოფლიო ჩემპიონატი რომ ვერ მოეგო, ჩემი აზრი მაინც არ შეიცვლებოდა,'' - გვარდიოლას სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა.

ლეომ ტურნირი 7 გოლითა და 3 პასით დაასრულა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები