Belive

გვარდიოლა მოურინიოს რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოსაა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
9 აგვისტოდან პრემიერ ლიგა იწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით უცხოურ მედიაში უამრავი რამ იწერება, Goal.com-მა ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი. პეპ გვარდიოლას აქვს შანსი, რომ ჟოზე მოურინიოს რეკორდი დაამხოს. ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" თავკაცობის პერიოდში პრემიერ ლიგის 100 შეხვედრის მოგება 142 შეხვედრაში მოახერხა, რაც ამ დროისათვის რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა პეპ გვარდიოლა ძალიან ახლოსაა მისი რეკორდის დამხობასთან, ესპანელ სპეციალისტს 114 შეხვედრაში 87 მოგება აქვს მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის მომდევნო 27 შეხვედრაში 13 მატჩს წარმატებით დაასრულებს მოურინიოს რეკორდს გააუმჯობესებს. გთავაზობთ ცნობილი მწვრთნელების სტატისტიკურ მონაცემებს, თუ ვის რამდენი შეხვედრა დასჭირდა პრემიერ ლიგაში 100 შეხვედრის მოსაგებად: ჟოზე მოურინიო 142 სერ ალექს ფერგიუსონი 162 არსენ ვენგერი 179 რაფაელ ბენიტესი 181  კლაუდიო რანიერი 187  

სხვა სტატიები