Belive

გვარდიოლა: "მრცხვენია იმის, თუ რა გაუკეთეს თეთრებმა შავკანიანებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, აღნიშნა რომ სრცხვენია იმის, თუ რა გაუკეთეს თეთრებმა შავკანიანებს. "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" ფეხბურთელებმა და სტაფმა მატჩის დაწყების წინ, სოლიდარობის ნიშნად მუხლი მოიყარეს. ფეხბურთელებს ზურგზე საკუთარი გვარების ნაცვლად "Black Lives Matter" ეწერათ. მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "4 საუკუნის მანძილზე, 400 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის შავკანიანებს მილიარდობით გზავნილი უნდა გავუგზავნოთ. მრცხვენია იმის, თუ რა გაუკეთეს თეთრებმა შავკანიანებს.

ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული კანის ფერით დაიბადნენ. რა თქმა უნდა პრობლემა ერთ დღეში რ მოგვარდება მაგრამ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ მსგავსი რამ კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი კვლავ ხდება. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტაბებში, არამედ მთელს მსოფლიოში. შავკანიანებისთვის უამრავი რამ უნდა გავაკეთოთ - ყველაფერი რაც ამ დროის მანძილზე არ გაგვიკეთებია", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები