Belive

გვარდიოლა: "მსოფლიოსთვის ისტორიული საათებია, ზინჩენკოს და უკრაინას მხარს ვუჭერთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, "პიტერბოროსთან" - 2:0 გამარჯვების შემდეგ, გუნდის უკრაინელი ფეხბურთელის, ოლექსანდრ ზინჩენკოს მდგომარეობის და მის მიმართ გამოცხადებული სოლიდარობის შესახებ ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრაში "ქალაქელებს" სწორედ უკრაინელი ფეხბურთელი კაპიტნობდა, რაც ცხადია უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარებიდან გამომდინარე, 25 წლის მარცხენა მცველის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი გახლდათ.
"ფერნანდინიომ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა, სამკლაური ზინჩენკოს გადააბარა, რათა ეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის სიტუაცია, რომელიც ახლა მის სამშობლოშია შექმნილი.  ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ამავდროულად, მე ვუცხადებ მხარდაჭერას არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს მხრიდან. საათები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, განსაკუთრებულია. ფეხბურთის თამაში ახლა ზინჩენკოსთვის საუკეთეს საშუალებაა, რომლის სახეც დიდ ტკივილს გამოხატავს", - თქვა ესაპნელმა სპეციალისტმა.
ინგლისის მოქმედი ჩემპიონი შემდეგ შეხვედრას 6 მარტს, პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები