Belive

გვარდიოლა: "ნახევარი წელია, სანესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, განაცხადა რომ ზაფხულში იგი გუნდში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს: "მომავალი სეზონისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და გუნდში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ზოგიერთ ფეხბურთელს წასვლა უნდა, რადგან ისინი მეტ სათამაშო დროს ითხოვენ. ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და მათი ძალიან კარგად მესმის. რაც შეეხება ლეროი სანეს - ჩვენ ნახევარი წლის განმავლობაში მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ. სანე ძალიან გვჭირდება. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა გიუნდოგანთან მიმართებაშიც," აღნიშნა გვარდიოლამ. სანე "სიტიმ" 2016 წელს შეიძინა და მის სანაცვლოდ €50 მილიონი გადაიხადა. "სიტისთან" სანეს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი €100 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები