Belive

გვარდიოლა: "ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ", - თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ მესი, ვირჯილ ვან დაიკი და კრიშტიანუ რონალდუ შედიან. არგენტინელს ინდივიდუალური სტატისტიკის თვალსაზრისით საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და ევროპის ოქროს ბუცის გამარჯვებული გახდა, ჰოლანდიელი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ, სეზონის ყველაზე შედეგიან მცველად და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად იქცა, პორტუგალიელმა კი უეფას ერთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები