Belive

გვარდიოლა: "პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მეტოქე ზაგრების "დინამო" შეაფასა და მისი გუნდის მდგომარეობაზეც ისაუბრა. "დინამო" ჩვენთვის გასაოცარი აღმოჩენა იყო. მათ კარგი, სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ამ ტურნირზე წარმატების რეალური შანსი კვლავაც აქვთ.  იდეალურ მდგომარეობაში არ ვართ, რისი მიზეზიც ძირითადად ტრავმებია. აქ უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩამოვედით, თუმცა საუკეთესო შემადგენლობას მაინც შევარჩევთ.  რეალურად, ჩვენ ფლეი-ოფის საგზური უკვე გავინაღდეთ, პრემიერლიგა კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები