Belive

გვარდიოლა: ,,რამდენი ,,ახალი მესი'' იყო? 10-15, მაგრამ ყველანი ჩაფლავდნენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ერლინგ ჰოლანდისა და ლეო მესი შედარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

,,ლეოს ვერავინ შეედრება. რამდენი ახალი მესი იყო? 10-15, მაგრამ ყველანი ჩაფლავდნენ.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მხოლოდ ჰოლანდს დავეყრდნოთ. ახლა კითხვები მხოლოდ მის შესახებაა, მაგრამ გუნდის სხვა წევრები ამას მშვენივრად იღებენ. მაგალითად, კევინ დე ბრუინე განსაკუთრებული ადამიანია და ბედნიერია, რომ ერლინგი ჩვენთან თამაშობს, ეს ,,სიტის'' ყველა ფეხბურთელს ეხება,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინაც უპასუხა შეკითხვას თუ რა სხვაობა იყო მესისა და ჰოლანდს შორის. სპეციალისტის თქმით, ერლინგს მაღალშედეგიანობისთვის თანაგუნდელების დახმარება სჭირდება, მესის კი ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლია.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 19 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


რა სხვაობაა მესისა და ჰოლანდს შორის? - გვარდიოლას პასუხი



სხვა სტატიები