Belive

გვარდიოლა: "რასიზმს ყოველდღიურად უნდა ვებრძოლოთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთში არსებული რასიზმის შესახებ, რომელმაც ბოლო პერიოდში მწვავე ფორმები მიიღო, პეპ გვარდიოლამაც ისაუბრა. ესპანელმა არ დამალა, რომ თუ მისის გუნდის ფეხბურთელების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას დაინახავს, მათ მოედნიდან დაუყოვნებლივ გაიყვანს. "არ უნდა ვიფიქროთ, რომ რასიზმი ერთბაშად აღმოიფხვრება, ჩვენ ამისთვის დიდი დრო გვჭირდება. ეს პრობლემა უკვე ათწლეულებია არსებობს, უბრალოდ ახლა აშკარად შესამჩნევი გახდა, ვინაიდან მედია უკეთ აშუქებს რეალობას. რასიზმს ყოველდღიურად უნდა ვებრძოლოთ. ბავშვებს ვასწავლოთ სკოლაში და მოვუყვეთ თუ რამდენად მძიმეა ეს პრობლემა. სტადიონზე რასიზმის გამოხატვა ბევრი კლუბისთვის უკვე პრობლემასაც აღარ წარმოადგენს და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. რაც შეეხება მოედნიდან გასვლას, მე მხარს ვუჭერ ჩემს ფეხბურთელებს და ამ ინიციატივას",-ამბობს 48 წლის ესპანელი. პრემიერლიგის მე-18 ტურში გამართული ლონდონური დერბის დროს, ორივე გუნდის გულშემატკივარმა მეტოქის ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ კი სონ ჰიუ-მინს და ანტონიო რუდიგერს.

სხვა სტატიები