Belive

გვარდიოლა | როდესაც წარმატება წინასწარ გაქვს გარანტირებული, ეს სპორტი არაა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "არსენალი" იმ 12 გრანდს შორის აღმოჩნდნენ, რომელთაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ახალი ტურნირის შესახებ საკმაოდ მწირ ინფორმაციას ფლობს და კარგი იქნება თუ კლუბების პრეზიდენტები განმარტებას გააკეთებენ. გვარდიოლას მტკიცებით, თუ ევროპის სუპერ ლიგაში გუნდების აღზევება და დაქვეითება არ მოხდება, ფეხბურთს მძიმე დარტყმა მიადგება. გვარდიოლა ასევე ამატებს: "როდესაც წარმატება წინასწარ გაქვს გარანტირებული, ეს სპორტი არაა!" გვარდიოლა აღნიშნავს, რომ ევროპის სუპერ ლიგის ფორმატის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ამიტომ თავს საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობს და კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს.
"ტურინის ფორმატის შესახებ, დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. არ ვიცი რა შეიქმნა და რა შეიძლება მოხდეს. სიმართლე გითხრათ, მთავარი მწვრთნელები არ ვართ ის ადამიანები, რომელთაც სუპერ ლიგის შესახებ უნდა ჰკითხოთ. ფეხბურთის მომავლის შესახებ, გრანდების მფლობელები უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ." "თავს უხერხულად ვგრძნობ. მთავარ მწვრთნელებს მწირი ინფორმაცია გვაქვს. როდესაც სრულად გავერკვევი, უფრო ამომწურავი პასუხის გაცემას შევძლებ. შემიძლია გესაუბროთ იმის შესახებ, რაც ამ დროისათვის ვიცი - მეტს ვერაფერს გეტყვით." "ეს არ არის სპორტი, როდესაც წარმატება წინასწარ გაქვს გარანტირებული. ეს არ არის სპორტი, როდესაც მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. მოხარული ვიქნები, თუ ევროპის სუპერ ლიგის პრეზიდენტი ვრცელ მოხსენებას გაავრცელებს და მთელს მსოფლიოს აცნობებს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება." "არ ვიცი, რატომ შეარჩიეს მხოლოდ სპეციფიკური გრანდები და მხოლოდ მათ, რატომ უნდა ითამაშონ. უსამართლოა, როდესაც გუნდი წარმატების მისაღწევად იბრძვის, იკავებს პირველ ადგილს და ტურნირზე ვერ ხვდება, რადგან მისი კუთვნილი ადგილი გრანდებმა წინასწარ დაიკავეს", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ. 

სხვა სტატიები