Belive

გვარდიოლა: რონალდუ და მესი ფენომენალური ფეხბურთელები არიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას განცხადებით, თანამედროვე საფეხბურთო სამყარო ორი ფენომენალური ფეხბურთელის მომსწრეა. "გასული 10 წლის განმავლობაში, მესისა და რონალდუს წელიწადში 50 გოლზე მეტი გააქვთ, ეს გამაოგნებელი სტატისტიკაა. ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთ სეზონში, არამედ წლების განმავლობაში სტაბილურად, უმაღლეს დონეზე თამაშზე", - განაცხადა პეპმა. რონალდუსა და მესის უკანასკნელი 10 წის განმავლობაში 5-5 ოქროს ბურთი აქვთ მოგებული - 2007 წელს უმაღლესი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო ბრაზილიელ კაკას გადაეცა.მიმდინარე წელს ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატად ლუკა მოდრიჩი ითვლება - ხორვატმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო. მიმდინარე წელს ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატად ლუკა მოდრიჩი ითვლება - ხორვატმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო.

სხვა სტატიები