Belive

გვარდიოლა შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება, თუმცა ამავე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რისი მიხედვითაც ესპანელ სპეციალისტს შეუძლია 2020 წლის ივნისში კლუბი დატოვოს. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლა შეიძლება "ბლაუგრანას" დაუბრუნდეს. პეპს სხვადასხვა ინტერვიუებში ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ "ბარსელონაში" არ დაბრუნდება, თუმცა განვლილმა წლებმა გვაჩვენა, რომ გვარდიოლამ საუკეთესო შედეგი "ბარსელონაში" აჩვენა. თავის მხრივ ერნესტო ვალვერდეს მუშაობით თითქმის ყველა უკმაყოფილოა. კატალონიელებმა დაკარგეს იმ თამაშის სტილი, რომელიც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარდა. გვარდიოლა კი მათ ამ სტილს დაუბრუნებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გვარდიოლას და "ბარსელონას" ერთმანეთი სჭირდებათ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქალაქელებს" პეპის შემცვლელის ძებნა დაწყებული აქვთ.

სხვა სტატიები