Belive

გვარდიოლა: შვილებს და ფეხბურთელებს ერთი და იგივეს ვეუბნები" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გავრდიოლამ ინგლისის პრემიერლიგაში უშუალო კონკურენტის ლივერპულის შესახებ ისაუბრა. "როცა "ლივერპული" მატჩებს ბოლო წუთზე იგებს, ჩემი გოგონა და ვაჟი მეუბნებიან, რომ მათ უმართლებთ, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ მათ დაუმსახურებლად არ უმართლებთ. თუ ბოლო ორ სეზონში "ლივერპულის" მიერ მოგებული შეხვედრების რაოდენობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აქ გამართლება არაფერ შუაშია. უბრალოდ, "ლივერპულს" აქვს საოცარი ბრძოლისუნარიანობა შეხვედრის ბოლო წუთებამდე. იგივეს ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებსაც",-თქვა ესპამნელმა მწვრთნელმა. პრემიერლიგის ბოლო წლების ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს 10 ნოემბერს, "ენფილდზე", პრემიერლიგის მე-12 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები