Belive

გვარდიოლა: "სიტი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მზად არაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლამ "შახტართან" თამაშის წინ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ესპანელის განცხადებით, მისი გუნდი წელს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოსაგებად მზად არაა. "ინგლისის ჩემპიონატში გუნდმა კარგი სტარტი აიღო. იგივეს თქმა შემიძლია ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და მუდმივად ვაკვირდები მის განვითარებას", - აღნიშნა გვარდიოლამ. ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტმა მას "სიტის" საჩემპიონო შანსები შეაფასებინა: "ბარსელონაში დავიბადე და გამარჯვება ჩემს სიხლშია. ფეხბურთი თამაშია, სადაც ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, პირველობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. გამარჯვებისთვის საჭიროა გამოცდილება შესაბამისი გარემოება და გულახდილად რომ გითხრათ, ვგრძნობ რომ "სიტი" ამისთვის მზად არაა. თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ გუნდი მიზნისკენ მთელი ძალებით მიიწევს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები