გვარდიოლა: “სიტის ახალი ფორმა გუნდის ფილოსოფიის ამსახველია”

74
ნახვა

“მანჩესტერ სიტიმ” 2019/20 წლების, მესამე ფორმა წარადგინა. პრეზენტაცია შანხაიში გაიმართა – მანჩესტერული გუნდი წინასასეზონო შეკრებას სწორედ აზიაში გადის.

გუნდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაისურში გამოყენებულია ფერები, რომლებიც თანამედროვე გუნდთან, ასევე სანახაობრივ, ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთთან ასოცირდება.

“ფეხბურთი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მოედანზე ჩვენი მთავარი მიზანია, ვითამაშოთ შემტევითი და სანახაობრივი ფეხბურთი. მიხარია, რომ PUMA-მ ჩვენი ფილოსოფია მაისურის დიზაინში გადაიტანა,” განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

ახალი ფორმის შეძენა Puma.com-სა და ManCity.com-ზე, ასევე PUMA-ს ოფიციალურ მაღაზიებში არის შესაძლებელი.

(74)

გვარდიოლა: “სიტის ახალი ფორმა გუნდის ფილოსოფიის ამსახველია”

სტატიის ავტორი
-