Belive

გვარდიოლა: ,,სიტიში დიდი კონკურენციაა, ადგილისთვის ბრძოლა დე ბრუინესაც უწევს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, განმარტა, რატომ არ ათამაშა კევინ დე ბრუინე ,,ტოტენჰემთან'' შეხვედრაში:

,,შვიდი წლის განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. ვიცი, კევინი მზად როდის არის და როდის არა... ეს ნორმალურია. ბევრ მატჩს ვთამაშობთ. ზოგჯერ ამ პოზიციაზე სხვა ტიპის ფეხბურთელი გვჭირდება.

გუნდში დიდი კონკურენციაა და ხანდახან საჭიროა მოთამაშეები, რომლებსაც კონკრეტული უნარები აქვთ. ამიტომ, ადგილისთვის ბრძოლა დე ბრუინესაც კი უწევს,'' - გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

დე ბრუინე ,,ტოტენჰემთან'' პრემიერ ლიგის გადადებულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და არ უთამაშია. ,,ქალაქელებმა'' შეხვედრაში 4:2 იმარჯვეს.

მიმდინარე სეზონში ბელგიელის ანგარიშზე მანჩესტერული გუნდის მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 3 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები