Belive

გვარდიოლა სიტიში ჰარი კეინს ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა მოსთხოვა. ბრიტანული გამოცემის თანახმად, პეპ გვარდიოლამ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერისას, ერთ-ერთ პირობად ჰარი კეინის შეძენა წააყენა. გარდა იმისა, რომ სერხიო აგუერო ტრავმირებულია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არგენტინელი 32 წლისაა, კეინის შეძენა კი ერთგვარ გრძელვადიან პროექტად შეიძლება განვიხილოთ: 27 წლის ინგლისელის შედეგიანობა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებს. მეორე მხრივ, ინგლისელი ფორვარდი ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა: გოლების გატანის გარდა, მიმდინარე სეზონში, 15 ჩატარებულ მატჩში, კეინის ანგარიშზე 13 გატანილი ბურთი და 11 საგოლე გადაცემაა. ინგლისელისადმი სიმპათიებს მოურინო ღიად გამოხატავს: "კეინი არის ისეთი ტიპის ფორვარდი, რომელიც შესაძლოა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოლის გატანის გარეშეც გახდეს. ის ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელიც გუნდის განუყრელი ნაწილია" - აღნიშნა პორტუგალიელმა. შეგახსენებთ,რომ Transfermarkt-ის მიხედვით, კეინის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს.  

სხვა სტატიები