Belive

გვარდიოლა: "სიტისთან ერთად ლიგას თუ ვერ მოვიგებ თავს არ მოვიკლავ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა Dailly Mail-თან ინტერვიუს დროს საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა. პეპმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ლიგის ვერ მოგების შემთხვევაში დიდად არ დამწუხრდება. "ჩვენ აბსოლუტურად ყველა შეჯიბრისათვის ბოლომდე ვემზადებით - ეს იქნება პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, FA თასი თუ სხვა დანარჩენი. შესაბამისად ჩვენი მიზანი თითოეული მათგანის მოგებაა. რა თქმა უნდა, ევროპაში ყველაზე პრესტიჟული ტიტული ჩემპიონთა ლიგაა და ჩემი გუნდის ფანების უდიდესი სურვილია, რომ ეს ტიტული მოვიპოვოთ, თუმცა ეს ნამდვილად დიდ შრომასთან და ნაწილობრივ გამართლებასთანაცაა დაკავშირებული. სიტისთან ერთად ლიგას თუ ვერ მოვიგებ თავს არ მოვიკლავ, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად", - განაცხადა პეპ გვარდიოლამ. შეგახსენებთ, ესპანელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტის" 2016/17 წლების სეზონიდან წვრთნის.

სხვა სტატიები