Belive

გვარდიოლა: "სოლსკიაერს ჩემზე უკეთესი სტარტი აქვს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
45 წლის ნორვეგიელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, რამდენიმე კვირის წინ "იუნატედის" დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნულ საკითხზე კი პეპ გვარდიოლას ჰკითხეს აზრი. "მისი სტარტი ბევრად კარგია ვიდრე ჩემი, მე პირველი მატჩი წავაგე და მეორე შეხვედრაში ფრე ვითამაშე (2016 წელს). მან კი ყველა თამაში მოიგო, ახალგაზრდა მენეჯერია, რომელიც შესანიშნავ შედეგებს აღწევს. მე ვუყურე მათი თამაშის რამდენიმე წუთს და ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, რომ ვილაპარაკო კონკურენტებზე, რადგან ჩვენ საკმაოდ რთული თამაში გვაქვს ვულვზთან", - განაცხადა ესპანელმა. შეგახსენებთ, რომ იუნაიტედი და სიტი ერთმანეთს 16 მარტს დაუპირისპირდებიან.  

სხვა სტატიები