Belive

გვარდიოლა: "სტერლინგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაში "ატალანტასთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (5:1), "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და გუნდის ლიდერი რაჰიმ სტერლინგი შეაქო. "სტერლინგი ნამდვილად შექებას იმსახურებს. ამ ბიჭს არანორმალური ფიზიკური მონაცემები აქვს. თამაშიდან ერთ დღეში, ის მოედანზე გასვლას კვლავ მოახერხებს. გასაოცარია თუ როგორ ახერხებს ის ასე სწრაფად ძალების აღდგენას. მას შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, ძალიან სწრაფია და ასევე გვეხმარება დაცვაში. არაჩვეულებრივ ფეხბურთელზე ვსაუბრობ",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა იტალიური კლუბის კარში ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 გოლი აქვს. "ქალაქელებს" 9 ქულა აქვთ და C ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

სხვა სტატიები