Belive

გვარდიოლა: "თუ რეალს ვერ დამარაცხებთ, სიტი პოსტიდან გამათავისუფლებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლამ ინგლისურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ვერ დამარცხების შემთხვევაში, ის სამსახურს დაკარგავს. ინგლისში მიღწეული წარმატების შემდეგ, ცხადია, მანჩესტერელთა მესვეურები შედეგს ევროთასებზეც ითხოვენ. "ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა," - თქვა პეპმა Sky Sports-თან. "მადრიდელებთან დაპირისპირებისთვის 2 კვირის განმავლობაში მოვემზადებით. ეს 14 დღიანი პროცესი ჩემი კარიერის ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი მომენტი იქნება. თუ "რეალს" ვერ დავამარცხებთ, "სიტის" რომელიმე ხელმძღვანელი მოვა და მეტყვის: "ეს კარგი არაა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა. ახლა მე ვაპირებ, რომ გაგათავისუფლო," - დაასრულა გვარდიოლამ. "რეალსა" და "სიტის" შორის პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე", 27 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი - 18 მარტს.

სხვა სტატიები