Belive

გვარდიოლა: ,,თუ თამაშს ასე გავაგრძელებთ, ტიტულის მოგების შანსი არ გვაქვს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიმდინარე სეზონში მისი გუნდის თამაში შეაფასა:

,,როცა ფეხბურთელი ვიყავი, ესპანეთის ჩემპიონატი ოთხჯერ მოვიგე, ზედიზედ ოთხჯერ. თუმცა, მეხუთე და მეექვსე სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იყო. სურვილმა მოიკლო... ფეხბურთელების მესმის, მაგრამ აქ მათი მოტივაციისთვის ვარ. კლუბის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ იცის.

აქ ყოფნა მინდა, მაგრამ თუ გუნდს დავკარგავ, ვერ დავრჩები. მეორე ადგილზე ვართ და ,,არსენალთან'' ჩამორჩენა 25 ქულა არ არის, ჯერ კიდევ 57 ქულაა გასათამაშებელი.

რაც შეეხება ტიტულისთვის ბრძოლას, თუ თამაშს ასე გავაგრძელებთ, შანსი არ გვაქვს. ის გოლები, რაც გავუშვით, მიუღებელია, რაღაც გვაკლია,'' - გვარდიოლას სიტყვებს Guardian-ი ციტირებს.

პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ ,,მანჩესტერ სიტის'' 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.

გვარდიოლას გუნდი პირველადგილოსან ,,არსენალს'' 5 ქულით ჩამორჩება (,,მეთოფეთა'' ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია)

სხვა სტატიები