Belive

გვარდიოლა ტრანსფერებს ამზადებს - სიტი 100 მილიონზე მეტს დახარჯავს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური გამოცემები წერენ, რომ "მანჩესტერ სიტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საგრძნობლად გაძლიერდება. "ქალაქელები" სავარაუდოდ სულ მცირე 100 მილიონ ევროს დახარჯავენ. Dayli mail-ის ვერსიით, პეპ გვარდიოლას გუნდი სხვადსხვა პოზიციაზე შევსებას გეგმავს, რათა პრემიერლიგაში, ერთპიროვნულ ლიდერ "ლივერპულთან" 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას. ერთ-ერთი მთავარი პოზიცია, რომელიც პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს, არის დაცვის ცენტრი. ვინსენტ კომპანის წასვლისა და ემენიკ ლაპორტის ტრავმის გამო, ამ პოზიციაზე კონკურენცია შესუსტდა. ინგლისის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი ასევე ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ნახევარდაცვის სიღრმეს გააძლიერებს და გუნდში ხანგრძლივად დარჩება. ფილ ფოდენი ამ ამპლუის მოთამაშეა, თუმცა ესპანელ მწვრთნელს გამოცდილი მოთამაშე სჭირდება, თანაც სეზონის დასრულების შემდეგ, დავიდ სილვა "სიტის" რიგებს დატოვებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლა "სიტის" დატოვებდა, ვინაიდან მის მეუღლე კრისტინას ინგლისი არ მოსწონს და საცხოვრებლად სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა კლუბმა ჭორები გააქარწყლა და თქვა, რომ 48 წლის სპეციალისტის კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი ძალაში იქნება.

სხვა სტატიები