Belive

გვარდიოლა: "ტრავმების მიუხედავად, დინამომ ვერ გვაჯობა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "ზაგრების დინამოსთან" დამაჯერებელი გამარჯვება (4:1) შეაფასა. "პირველ ტაიმში თამაში მთლად საჩვენოდ არ მიდიოდა, თუმცა მთლიანობაში 75 წუთი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და მშვენიერ შედეგსაც მივაღწიეთ.  დიახ, ხორვატიაში გამარჯვების მიუხედავად ჩვენ პირველი ადგილი გარანტირებული გვქონდა, თუმცა კლუბის ღირსებისა და გულშემატკივრის გასახარებლად გავიმარჯვეთ. გარდა ამისა, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარგი გამოცდილებაც შეიძინა.  მართალია, ტრავმები გვაწუხებს, მაგრამ "დინამომ" ჩვენზე კარგი შემადგენლობის დაყენება და მოგება ვერ მოახერხა. იმედი მაქვს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სამომავლოდ წაგვადგება",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. "ქალაქელები" ჯგუფიდან დებიუტანტ "ატალანტასთან" ერთად გავიდნენ.  

სხვა სტატიები