Belive

გვარდიოლამ ათწლეულის საუკეთესო კლუბები დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ბოლო ათწლეულის საუკეთესო ევროპული კლუბები დაასახელა და მათზე ისაუბრა.
"იუვენტუსი, ბარსელონა და ბაიერნი ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდები არიან. ამის მიზეზი მარტივია. ისინი ყოველ წელს იგებენ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატსა და თასს. ეს გუნდები ზრდას არ წყვეტენ და მუდმივად ახალ მწვერვალებს იპყრობენ" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას სიაში ვერ მოხვდა ვერცერთი ინგლისური კლუბი, რომლებიც "პრემიერლიგაში" ასპარეზობენ და ასევე მადრიდის "რეალი", რომელმაც ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ესპანელი სპეციალისტი თავისი ჩამოთვლილი კლუბებიდან "იუვენტუსის" გარდა ორივეს მთავარი მწვრთნელი იყო.

სხვა სტატიები