Belive

გვარდიოლამ გასახდელში 45 წუთი გაატარა, ესპანელი ზინჩენკოზე ნაწყენია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა, პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე დააგვიანა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის გასახდელში 45 წუთი გაჩერდა. ყველაზე დიდი დრო გვარდიოლამ ოლექსანდრ ზინჩენკოსთან საუბარს დაუთმო, რომელმაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლულნი დატოვა. მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ თქვა, რომ შეხვედრის საკვანძო ეპიზოდი სწორედ უკრაინელი გარემარბის გაძევება იყო. "ქალაქელებმა" ორივე გოლი ათკაციანებმა გაუშვეს. ინგლისის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე მეექვსე მარცხი განიცადა და გვარდიოლას 4-წლიან კარიერაში ანტი-რეკორდი დაამყარა.

სხვა სტატიები