Belive

გვარდიოლამ იუვენტუსის სარფიან შემოთავაზებაზე უარი თქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელ პერიოდში, "მანცესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებდნენ. იტალიური მედია ყოველდღიურად იტყობინებოდა, რომ ესპანელ სპეციალისტსა და ტურინულ გუნდს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. Eurosport-ის ინფორმაციით, 48 წლის სპეციალისტს "იუვენტუსი" წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ამ შეთავაზებაზე, ესპანელმა უარი განაცხადა. სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “იუვენტუსში” გატარებული 5 წლიანი კარიერის მანძილზე, მასიმილიანო ალეგრის მეთაურობით ტურინელებმა 11 ტიტული (მათ შორის 5 სკუდეტო) მოიპოვეს, თუმცა ალეგრიმ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ვერაფრით მოაგებინა, იმის მიუხედავად, რომ მიზანთან გუნდი არაერთხელ იყო ახლოს. ცნობილია, რომ ალეგრის დატოვება გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პაველ ნედვედმა მოითხოვა. იტალიურ სპორტულ მედიაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ნედვედმა გუნდის პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა: “თუ ალეგრი არ წავა, მე წავალ!” ცნობილია, რომ ნედვედსა და ალეგრის სხვადასხვა სატრანსფერო ხედვები ჰქონდათ. ალეგრი მიიჩნევდა, რომ გუნდს გადახალისება სჭირდებოდა, ხოლო ნედვედის პოზიციით კი, გუნდში უფრო ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა შეუძლებელი იყო.

სხვა სტატიები