Belive

გვარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა კონტრაქტის 18-თვით გახანგრძლივებას დათანხმდა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რჩებოდა - თუმცა განახლებული კონტრაქტის შემდეგ,  49-წლის სპეციალისტი "ქალაქელთა" სამსახურში 2021/22 წლების სეზონის დასრულებამდე დარჩება. შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტი" 2016 წელს ჩაიბარა. ნისლიან ალბიონზე გატარებული დროის განმავლობაში, გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

სხვა სტატიები