Belive

გვარდიოლამ კრიტიკოსებს უპასუხა: "რომ დაგვეშავებინა, დაგვსჯიდნენ კიდეც" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან ორწლიანი ბანი მოხსნეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პირველი კომენტარი გააკეთა "სხვა კლუბებისგან მათი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ველოდებით. თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ, მაშინ დამსახურებულ სასჯელს მივიღედით, მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ვიმართლოთ თავი მაშინ, როცა არაფერი დაგვიშავებია. ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო, რადგან ჩვენ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებს ვიცავთ და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხალხი ჩვენ თაღლითს გვიწოდებდა და უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს არ სცემდა. ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ნებართვის თხოვნა არ გვჭირდება, რადგან ჩვენ იქ ყოფნას ვიმსახურებთ. თუ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით, მაშინ ოფიციალურად დაგვიპირისპირდით, მაგრამ ამაზე ჩვენს ზურგს უკან ნუ ისაუბრებთ. გამოდით მოედანზე და დაამტკიცეთ თუ რა შეგიძლიათ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ეს ფეხბურთისთვის ცუდი დღე იყო, რადგანაც "სიტიმ" წესები დაარღვია, მაგრამ მათ დამსახურებული სასჯელი არ მიიღეს. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მან ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

სხვა სტატიები