Belive

გვარდიოლას გავლენა: როდრიმ მთელ ვესტ ჰემს აჯობა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პეპ გვარდიოლას ნიჭიერი ფეხბურთელების თავის სამშობლოში აღმოჩენა არასდროს ეშლებოდა. ესპანელ-პორტუგალიელების მიმართ თბილი დამოკიდებულებით ცნობილმა სპეციალისტმა რამდენიმე თვის წინ მორიგი წარმატებული აღმოჩენა გააკეთა და ამას "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგებული როდრის სტატისტიკა ადასტურებს. თუ ვინმეს საფეხბურთო სამყაროში ზუსტი და ხშირი გადაცემები უყვარს, პირველი სწორედ გვარდიოლაა. "ვესტ ჰემთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში "ტიკი-ტაკას" შემოქმედი როდრის შედეგიანობით კმაყოფილი უნდა იყოს. 23 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა "ჩაქუჩებთან" პასის გაკეთება 188-ჯერ სცადა და აქედან წარუმატებელი მხოლოდ 10 იყო. ეს მაშინ, როცა ლონდონურმა კლუბმა საერთო ჯამში მხოლოდ 169 გადაცემა შეასრულა.

გასაოცარია როდრის გოლების სტატისტიკაც: 2014-15: 0 გოლი 2015-16: 2 გოლი 2016-17: 0 გოლი 2017-18: 1 გოლი 2018-19: 3 გოლი 2019-20: 3 გოლი

სხვა სტატიები